თამარ ჩიბურდანიძე - „მთის კანონის“ ამოქმედების შემდგომ, საქართველოში დაცარიელებული სოფლების რაოდენობა შეჩერდა, აღარ დამატებია არც ერთი სოფელი, გვაქვს უკუმიგრაციის დინამიკა
თამარ ჩიბურდანიძე - „მთის კანონის“ ამოქმედების შემდგომ, საქართველოში დაცარიელებული სოფლების რაოდენობა შეჩერდა, აღარ დამატებია არც ერთი სოფელი, გვაქვს უკუმიგრაციის დინამიკა

სწორედ „მთის კანონის“ ამოქმედების შემდგომ, საქართველოში დაცარიელებული  სოფლების რაოდენობა შეჩერდა, აღარ დამატებია არც ერთი სოფელი, – ამის შესახებ ექსპერტმა დემოგრაფიულ საკითხებში თამარ ჩიბურდანიძემ, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მაგალითად მესტიის რაიონში გაიხსნა ორი სრულიად დახურული სოფელი, სადაც ზაფხულობითაც კი აღარ მიდიოდა მოსახლეობა.

„2014 წელს, სწორედ „მთის კანონის“ ამოქმედების შემდგომ, საქართველოში დაცარიელებული სოფლების რაოდენობა შეჩერდა, აღარ დამატებია არც ერთი სოფელი, პირიქით, ჩვენთან მაგალითად მესტიის რაიონში გაიხსნა ორი სრულიად დახურული სოფელი, სადაც ზაფხულობითაც კი აღარ მიდიოდა მოსახლეობა. გვაქვს დინამიკა უკუმიგრაციის. სააკაშვილის პერიოდში 740 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. 2014 წლიდან დღემდე, გარე მიგრანტთა რაოდენობა არის საგრძნობლად შემცირებული, ანუ ქვეყნის დაცარიელება, რაც ხდებოდა სწორედ სააკაშვილის მთავრობის პერიოდში, ის არის საგრძნობლად შემცირებული“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.