თამარ ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა აქციაზე დაპირისპირებას შევუქმნი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ეს ასე იქნება, რამდენიც არ უნდა იჭინთონ“.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველა აქციაზე დაპირისპირებას შევუქმნი და ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს. ეს ასე იქნება, რამდენიც არ უნდა იჭინთოთ (უფრო მეტი, შემდეგ აქციაზე კიდევ უფრო ორგანიზებულად დაგხვდებით და უფრო ორგანიზებულად გავწმენდთ თქვენგან აქციის პერიმეტრს, რომ გზავნილი ვერ დაამახინჯოთ და გააყალბოთ)“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.