თამარ ჩერგოლეიშვილი - უსინდისო ნიკა გვარამია მიშას ბელადობას მიშისტებს აბრალებს
თამარ ჩერგოლეიშვილი - უსინდისო ნიკა გვარამია მიშას ბელადობას მიშისტებს აბრალებს

მიშისტებს აბრალებს ეს უსინდისო მიშას ბელადობას, მიშა არაფერ შუაშიაო, – ასე პასუხობს „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი აცხადებს: „მიხეილ სააკაშვილი არ არის ბელადი, მაგრამ მისგან ბელადს აკეთებს ორი ძალა: მისი მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოყვარე მიშისტ-სექტანტები, რომლებიც მას, როგორც ჰიპერთანამედროვე დასავლელ ლიდერს კი არ მიყვებიან, არამედ, როგორც სექტის ხელმძღვანელს ან, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასაქმების და თანამდებობის დაკავების მოსურნეები“.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ნიკა გვარამია ერთგულ, შეცდომაში მყოფ ხალხს აბრალებს მიშას მიერ ერთპიროვნულად შექმნილ პრობლემას.

„ასეთი უნამუსობა უბრალოდ არ გამიგია – ერთგულ, შეცდომაში მყოფ ხალხს აბრალებს მიშას მიერ ერთპიროვნულად შექმნილ პრობლემას. დაბალი ღობე ნახა. აბა, უფროსს ხო არ დააბრალებს“, – წერს ჩერგოლეიშვილი.