თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გიგა ბოკერიასთან ერთად ვაშინგტონში, დონალდ ტრამპ ჯუნიორის მიერ გამართულ წვეულებას ესწრება
თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გიგა ბოკერიასთან ერთად ვაშინგტონში, დონალდ ტრამპ ჯუნიორის მიერ გამართულ წვეულებას ესწრება

„ფედერალისტების“ ლიდერები თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია ვაშინგტონში, წინასაინაუგურაციო წვეულებას ესწრებიან. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, წვეულებაზე დონალდ ტრამპ ჯუნიორის მიწვევით იმყოფებიან.

„დონალდ ტრამპ ჯუნიორის მოწვევით ვართ ვაშინგტონში, წვეულებაზე. აქ არის ყველა რესპუბლიკელი სენატორი. რესპუბლიკელების წვეულებაა. მასპინძლები არიან დონალდ ტრანმპ ჯუნიორი და რესპუბლიკური პარტიის დონორები. ძალიან კარგ თავყრილობაზე ვართ. რესპუბლიკური პარტიის ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა არის აქ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ხალხს, ვინც აქ არის შეკრებილი, კარგად ავუხსნათ, რომ რეჟიმი, რომელიც საქართველოს მართავს, ამ შემთხვევაში არის არამარტო რუსეთის, არამედ ირანის მოკავშირე, ჩინეთით ანაცვლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამაზე საჯაროდ საუბრობენ და ამ ყველაფერს აქ მოვუყვებით ამ ხალხს, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ერთი ოლიგარქი, რომელმაც ამერიკა ჩაანაცვლა ჩინეთით, ირანში დადის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად დგას სატირალში, ამას გარდა, არის რუსეთის მოკავშირე. მოკლედ, ძალიან კარგი მესიჯბოქსი გვაქვს და ამაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა „ფეისბუქ ლაივში“.