თამარ ჩერგოლეიშვილი - რა ლამაზი განახლების გეგმა დადებულა კიევში
თამარ ჩერგოლეიშვილი - რა ლამაზი განახლების გეგმა დადებულა კიევში

რა ლამაზი „განახლების გეგმა“ დადებულა კიევში, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მიერ თანამდებობების დატოვების ფაქტს.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ დღეს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო გიგი უგულავამ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, არასწორად მიაჩნია პარტიაში ლიდერების ნაწილის დარჩენა. მისი თქმით, პასუხისმგებლობისა და განახლების მთელი არსი არის ის, რომ გუნდი ერთიანად იღებს პასუხისმგებლობას. ბაქრაძის განცხადებით, გიგა ბოკერიას ამ მიმართულებით განსხვავებული პოზიცია აქვს.

ამასთან, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ შედეგი იყო ძალიან ცუდი, ამიტომ იღებს პასუხისმგებლობას და გზას უთმობს ადამიანებს, რომლებიც ამას უკეთესად გააკეთებდნენ.

რა ლ’ამაზი “განახლების გეგმა” დადებულა კიევში 🤣

Posted by Tamara Chergoleishvili on Friday, February 12, 2021