თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს - ევროპა არის ის, სადაც შენნაირი მანიპულატორი ნარცისი ბელადები არ არსებობენ, არაფერი საერთო ევროპასთან არ გაქვს, შეუმდგარი სულთანი ხარ, ჰარემით
თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს - ევროპა არის ის, სადაც შენნაირი მანიპულატორი ნარცისი ბელადები არ არსებობენ, არაფერი საერთო ევროპასთან არ გაქვს, შეუმდგარი სულთანი ხარ, ჰარემით

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს საკუთარი კომენტარის სქრინს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი პოსტის ქვეშ დაწერა.

„ევროპაო … ამ ლუზერმა სულთანმა. არავინ აჩვენებს, ამიტომ აქ ვინახავ, როცა გამოეთრევა და დასრულდება მისი პოლიტიკური პატიმრობა, ნახოს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

რაც შეეხება თავად კომენტარს, ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს უწერს: „ევროპა არის ის, სადაც შენნაირი მანიპულატორი ნარცისი ბელადები, ერთდროულად რომ ასი პროცენტით უკრაინელები და ამავდროულად 100 პროცენტით ქართველები არიან, არ არსებობენ.

ევროპა არის პოლიტიკურ პარტიებს შორის თავისუფალი კონკურენცია, რომელიც შენ მოსპე იმის შიშით, რომ შენ არავინ გაჯობოს.

ევროპა არის ხარისხი და შენ ქართული პოლიტიკის ხარისხი გაანადგურე, შენი მორჩილი ღორებით გაავსე, დისკუსია და მსჯელობა მოკალი და სამარცხვინო მლიქვნელობად აქციე. მოკლედ, არაფერი საერთო ევროპასთან არ გაქვს, შეუმდგარი სულთანი ხარ, ჰარემით“.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „რა არის ევროპა? – ელემენტარული წესრიგი ქუჩაში, უსაფრთხოება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. რა არის რუსეთი? – არეულობა, ძალადობა, სისასტიკე, ქურდული წესრიგი. მთავრობა თუ არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი“.