მიხეილ სააკაშვილი - მთავრობა თუ არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი
მიხეილ სააკაშვილი - მთავრობა თუ არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი

მთავრობა თუ არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ხალხი მხოლოდ მთავრობის იმედზე ვერ იქნება.

„ჩემი მეგობრის შვილი რვა წელიწადი იყო არალეგალად, დეპორტი ჩაურტყეს და რა თანხაც ჰქონდა, აეროპორტში ჩამოართვეს.

სტუდენტები სწავლობენ იმისთვის, რომ ქვეყნიდან წავიდნენ. ექთანი ხელფასის სახით იღებს 300-500 ლარამდე. საერთოდ აღარ არიან ექიმები. ყველა მიდის.

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საზოგადოებამ საკუთარ ხელში უნდა აიღოს ქვეყნის დაცვა. ხალხი მხოლოდ მთავრობის იმედზე ვერ იქნება.

რაც უფრო მეტად გვითრევს რუსული სამყარო, მით უფრო დიდი ქაოსი იქნება. ჩვენ, საზოგადოებას ეს არ გვსურს, ასეთია რუსული МИР-ის თამაშის წესები.

რა არის ევროპა? – ელემენტარული წესრიგი ქუჩაში, უსაფრთხოება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.

რა არის რუსეთი? – არეულობა, ძალადობა, სისასტიკე, ქურდული წესრიგი.

მთავრობა თუ არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი.

მთავრობა გასულია ლეგალურობის ველიდან და როგორც სწორად თქვა ციხიდან ლაზარე გრიგორიადისმა: „ქვეყანა ეკუთვნის საზოგადოებას და მან უნდა აიღოს ხელში საკუთარი თავისუფლების, სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხებიც“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.