თამარ ჩერგოლეიშვილი - კვოტირების საკითხს კატეგორიულად ვეწინააღმდეგები
თამარ ჩერგოლეიშვილი - კვოტირების საკითხს კატეგორიულად ვეწინააღმდეგები

არ გამოვრიცხავ, როდესმე პარლამენტის წევრი გავხდე, იქ კვოტით მისვლა არ მინდა და მსგავსი კანონი რომ მიიღონ, ყველაფერს გავაკეთებ, სადაც შეიძლება, ყველგან გავასაჩივრებ, რომ ეს კანონი გაუქმდეს, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ამ განცხადებით თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვას უპასუხა, საჭიროა თუ არა ქალთა კვოტირება, რათა მათ წარმატებას მიაღწიონ.

კვოტირების საკითხს კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. სადაც თავისუფლება არ არის, იქ თანასწორობაზე საუბარი ზედმეტია. მე არ მჯერა სოციალური ინჟინერიის და არ მჯერა, რომ თუ პარლამენტში ქალები იმ ოცი პროცენტიდან მოვლენ, რომლებიც თვლიან, რომ საცემი არიან, ქალების მდგომარეობას გააუმჯობესებენ. არ ვთვლი, რომ ამ პრობლემის მიმართ სენსიტიურობა სქესზეა დამოკიდებული და არ ვთვლი, რომ ქალებს რაღაც განსაკუთრებული ზომები სჭირდებათ, რათა პარლამენტში მოხვდნენ. ეს პირიქით იმოქმედებს და ჩვენს სტიგმატიზებას გააკეთებს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.