თამარ ჩერგოლეიშვილი - ვთვლი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგი კამპანია არ ჰქონდა, მიშა ვერ ჩამოხსნეს ეთერიდან
თამარ ჩერგოლეიშვილი - ვთვლი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგი კამპანია არ ჰქონდა, მიშა ვერ ჩამოხსნეს ეთერიდან

„ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლებს მიშა რომ სდომებოდათ, წავიდოდნენ და 5-იანს შემოხაზავდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმართა, არანაირ ენთუზიამზს არ იწვევს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვებისთვის სჭირდებოდა 180 ათასი ამომრჩეველი, რომელმაც „ევროპულ საქართველოს“ მისცა ხმა. „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლებისთვის მეორე არჩევანი კი გრიგოლ ვაშაძე იყო, მაგრამ ამ ხალხს რომ მიშა სდომებოდათ, წავიდოდნენ და 5-იანს შემოხაზავდნენ. არ ვიცი, რას იზამს ეს ამომრჩეველი. მე წავალ და ხუთიანს შემოვხაზავ, რადგან კონცენტრირებულ სიბინძურეს დაბალანსებული და გადანაწილებული სიბინძურე მირჩევნია, მაგრამ კამპანია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმართა, ჩემში არანაირ ენთუზიამზს არ იწვევს, რომ ნაციონალურ სოციალიზმს დავუჭირო მხარი. ხმას ვაძლევ „ნაციონალურ მოძრაობს“ მხოლოდ იმ პრაგმატული მოსაზრებით, რომ ბიძინა ივანიშვილს გამოვაცალო ერთი საყრდენი. თავისთავად ის ფაქტი, რომ პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, როდესაც ჩვენი ამომრჩეველი ჰყავდა მოსაპოვებელი „ნაციონალურ მოძრაობას“, ვთვლი, რომ კარგი კამპანია არ ჰქონდა, რადგან მიშა ვერ ჩამოხსნეს ეთერიდან, ყოველ საღამოს ეთერში იყო და ისევ ისეთივე აგრესიული, პოპულისტური, ნაციონალურ სოციალისტური რიტორიკა გვესმოდა”, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.