თამარ ჩერგოლეიშვილი - ანა წითლიძეს შეუძლია, მოვიდეს და მოვუყვები, რა უბედურება სჭირს მის პარტიას და რატომ მარცხდება
თამარ ჩერგოლეიშვილი - ანა წითლიძეს შეუძლია, მოვიდეს და მოვუყვები, რა უბედურება სჭირს მის პარტიას და რატომ მარცხდება

ანა წითლიძეს შეუძლია, მოვიდეს და მოვუყვები, რა უბედურება სჭირს მის პარტიას და რატომ მარცხდება, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

ჩერგოლეიშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვინმემ გააკეთა ანალიზი, არჩევნებზე რა მოხდა? „ახლებს“ ცესკო-ს ოქმები რომ ჰქონდათ მიტანილი, ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები იყო და ეგონათ, ეგ იყო გაყალბების მასალები“.

„ძალიან კარგი ანალიზი მაქვს გაკეთებული. შეუძლია ანა წითლიძეს, მოვიდეს და მოვუყვები, რა უბედურება სჭირს მის პარტიას და რატომ მარცხდება“, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.