ანა წითლიძე - ვინმემ გააკეთა ანალიზი, არჩევნებზე რა მოხდა? „ახლებს“ ცესკო-ს ოქმები რომ ჰქონდათ მიტანილი, ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები იყო და ეგონათ, ეგ იყო გაყალბების მასალები
ანა წითლიძე - ვინმემ გააკეთა ანალიზი, არჩევნებზე რა მოხდა? „ახლებს“ ცესკო-ს ოქმები რომ ჰქონდათ მიტანილი, ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები იყო და ეგონათ, ეგ იყო გაყალბების მასალები

ვინმემ გააკეთა ანალიზი, არჩევნებზე რა მოხდა? „ახლებს“ ცესკო-ს ოქმები რომ ჰქონდათ მიტანილი, ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები იყო და ეგონათ, ეგ იყო გაყალბების მასალები, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ პარტია „გირჩის“ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა.

წითლიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის გაკეთებული ანალიზი, რეალურად რა მოხდა არჩევნებზე.

„ვინმემ გააკეთა ანალიზი, არჩევნებზე რა მოხდა? რაღაც ორსაათიან პრეზენტაციებს რომ გვანახებდნენ ხოლმე, „ახლებს“ ცესკო-ს ოქმები რომ ჰქონდათ მიტანილი, ისიც ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები რომ იყო და ეგონათ, ეგ იყო გაყალბების მასალები. ამ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის ანალიზი გაკეთებული, რა უქნა მათ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილმა. არ იციან, აზრზე არ არიან, ამიტომ, ყველა არჩევნებზე, სადაც გავლენ, ისევ მაგას გაუკეთებს ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.