თამარ ჩარკვიანი - ყველაფერი, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის გზავნილია, ოპოზიციაში ეს ლოიალური დამოკიდებულება არაფერს კარგს არ მოიტანს, მაგრამ იმპიჩმენტს არ ვეთანხმები
თამარ ჩარკვიანი - ყველაფერი, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის გზავნილია, ოპოზიციაში ეს ლოიალური დამოკიდებულება არაფერს კარგს არ მოიტანს, მაგრამ იმპიჩმენტს არ ვეთანხმები

ყველაფერი, რასაც ეს ქალბატონი აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის გზავნილია, ვიღაცებს სჯერათ ამის, ვიღაცებს – ნაკლებად, ახლაც ოპოზიციაში ეს ფაქიზი და ლოიალური დამოკიდებულება არაფერს კარგს არ მოიტანს, მაგრამ მის იმპიჩმენტს არ ვეთანხმები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავზე ფიქრობს.

„არ მინდა, გაუვიდეს ხელისუფლებას საქციელი. ორივე საკუთარ თავზე ფიქრობს. ერთი იმაზე, რომ არ მოხდეს მისი იმპიჩმენტი, მეორე კი იმაზე ფიქრობს, რომ ჭადრაკის დაფაზე გაყვანილი ჰყავს ქალბატონი, რომელიც სამომავლოდ უნდა გამოადგეს, როდესაც რუსეთი დამარცხდება და რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. რაც შეეხება ფარცხალაძეს, ფაქტია, რომ ის გადაეფარა. სხვა ვარიანტი არ არის. თუ არის რაიმე სხვა ვარიანტი, ვისაუბროთ და გავარჩიოთ. ნებისმიერი მოცემულობის დროს სალომე ზურაბიშვილის ყველა კანდიდატურა ყოველთვის არის ის, ვინც უნდა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. ამ შემთხვევაში ფარცხალაძეს, პრაქტიკულად, ყველაფერი გადაურჩინეს. ის ზუსტად ისევე დადგა „ფეესბეს“ დამცველად, როგორც კობახიძე და ა.შ. ვიდრე ბაქრაძის ამბავი იქნებოდა, მანამდეა წარდგენილი კანდიდატურები. მეც ჟურნალისტი ვიყავი და ასეთ რაღაცებს ყურადღებას ვაქცევ. ბაქრაძის შემდეგ არ არის წარდგენილი ის კანდიდატები. ამით თავს ვერ გაიმართლებს. ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია. პრაქტიკულად, ფარცხალაძის ქონება, ყველაფერი დაიცვა. ფაქტებით ფარცხალაძე დაიცვა. იმ ფაქტზე მინდა, ვისაუბრო, რომ ივანე მერაბიშვილის ჩვენება არსებობს, რომ ფარცხალაძემ მას მოსთხოვა ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ანუ „ფეესბეს“ მოუთხოვია ჩვენება სააკაშვილის წინააღმდეგ. თავის დროზე სააკაშვილი რომ შეეწყალებინა პრეზიდენტს, ძალიან კარგი იქნებოდა. ახლა ისე გადაეფარა ფარცხალაძეს, რომ კიდევ უფრო გამიღრმავდა ჩემი ძალიან დიდი ხნის ეჭვი, რომ ის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის გზავნილების შემსრულებელი გახლავთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.