თამარ ბოლქვაძე - რაც გაბუნიამ იკადრა, არ მითხრათ ახლა, რომ მის გარდა არავინ იცოდა, როგორ აპირებდა პუტინისთვის მკვდარ-ცოცხალის გინებას
თამარ ბოლქვაძე - რაც გაბუნიამ იკადრა, არ მითხრათ ახლა, რომ მის გარდა არავინ იცოდა, როგორ აპირებდა პუტინისთვის მკვდარ-ცოცხალის გინებას

რაც გაბუნიამ იკადრა, არ მითხრათ ახლა, რომ მის გარდა არავინ იცოდა, როგორ აპირებდა პუტინისთვის მკვდარ-ცოცხალის გინებას, – ამის შესახებ ჟურნალისტი და პროდიუსერი თამარ ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნულით ეხმიანება „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? ბევრისგან განსხვავებით, „გუშინ“ არ მივმხვდარვარ, ვისთან გვაქვს საქმე, ყველაფერი იქიდან დაიწყო, კულტურის ყოფილ მინისტრს, ვალერი ასათიანს „რუსთავი 2“-მა სატანისტური რიტუალის ჩატარება რომ დააბრალა და ლამის ცოცხლად დამარხა, მაშინ საზოგადოების მცირე ნაწილი აღშფოთდა მხოლოდ და არა მთელი საზოგადოება, მიშათი ხბოს აღტაცებით შეპყრობილებს, სად ეცალათ სიმართლისათვის…

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სახალხოდ დახვრეტილი ჟურნალისტის, დათო ბოლქვაძის ოჯახი მთელი 20 წელი ვიცავდით მის სახელს არა მხოლოდ ლოთი ქობალიას ცილისწამებისგან, მკვლელის „გამპრავებელი“ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისგანაც! გაპრეზიდენტებიდან ერთ თვეში მიშამ ჟურნალისტის მკვლელი შეიწყალა და მისი „კანტორაც“, რა თქმა უნდა, თავს ვალდებულად თვლიდა, დამნაშავე „გაეპატიოსნებინა“!

რაც გაბუნიამ იკადრა, არ მითხრათ ახლა, რომ მის გარდა არავინ იცოდა, როგორ აპირებდა პუტინისთვის მკვდარ-ცოცხალის გინებას… პროვოკაციებში „საპულიცეროდშეწკეპილმა ტექსტიც ვერ დაიზეპირა, მონიტორზე ისეთი მწყაზარი სახით კითხულობდა ქართველისთვის არატრადიციულ გინებას, სულ არ იგრძნობოდა ასეთი ბილწსიტყვაობისთვის დამახასიათებელი ემოცია და იმპულსურობა… ისე, მაგ ნათქვამის საქნელად რომ გაუშვებთ, არ გამომაპაროთ!

გიორგი გაბუნიას არც ოკუპანტის ალესილი ხანჯალ-ნიჩაბ-ხიშტი ედო კისერზე, „ძაღლ იყოს თქვენი მტრისადა“ რომ ჰქონოდა სათქმელი, არც აზრის გამოხატვას უშლიდა ვინმე, ვიდრე… (ამ ვიდრე-ში რაც იგულისხმება, მოვლენების ყველაზე ობიექტურად და მიუკერძოებლად „გამშუქებელი“ დრო გვეტყვის თვითონ!)

დასავლეთის მედიასაშუალებებში იქნებ ერთი მაგალითი მაინც დამისახელოთ მსგავსი აღვირახსნილი თავხედობის?..

ბოდიშიც ისეთი იყო, სინანულის ნატამალს რომ არ შეიცავდა!

2008-ში პიპინია ერისთავივით საკუთარ მანქანებს რომ ასწრებდით წითელი ხიდისკენ, მაშინ რატომ არ აგინებდით ოკუპანტს? ასე თუ ისე, მორალური ლეგიტიმაცია მაინც არსებობდა…

წითელი ხაზები კარგა ხნის გადაკვეთილი გაქვთ, პატივ-საცემებო, გუშინ „პერედოზი“ მოგივიდათ დამხეცებულ პროვოკაციაში!

ჩვენ კი, თუ ნამდვილად საზოგადოება ვართ და არა ერთი გეოგრაფიული პუნქტის შემვსები მოსახლეობა, იმედია, გონიერება გვეყოფა და ერთმანეთის სიძულვილის ნაღმზე კიდევ ერთხელ არ ავფეთქდებით!

P.S. რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს რამდენიმე საუკუნეა ვიცით, ბევრჯერ დაღვრილი სისხლის ფასად, მაგრამ კოდორი ანუ დალის ხეობა როგორ და რატომ იქცა „ზემო აფხაზეთად“, ამაზე პასუხი დღემდე არ გვაქვს!“ – წერს ბოლქვაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

„რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერდა.

გიორგი გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა და „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართა.

დატოვე კომენტარი