თამარ ბერუჩაშვილი - ელჩების დროული შეხვედრაა ბერლინში, საშუალება გვეძლევა, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია კანდიდატის სტატუსისთვის ჩატარებულ სამუშოებთან დაკავშირებით
თამარ ბერუჩაშვილი - ელჩების დროული შეხვედრაა ბერლინში, საშუალება გვეძლევა, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია კანდიდატის სტატუსისთვის ჩატარებულ სამუშოებთან დაკავშირებით

ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და დროული შეხვედრაა ბერლინში. საშუალება გვეძლევა, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგის პრიორიტეტებთან, გაწევრიანების, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ჩატარებულ სამუშოებთან, – ამის შესახებ რუმინეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში რუმინეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია.

„რასაკვირველია, მნიშვნელოვანი საკითხია კოორდინაცია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული ევროპული ინტეგრაცია. ამ კუთხით, მინდა, ხაზი გავუსვა საქართველო-რუმინეთის განსაკუთრებულ პარტნიორობას. რუმინეთი, ჩვენი შავი ზღვის მეგობარი ქვეყანა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების აქტიური მხარდამჭერია ყველა დონეზე. ეს გამაგრებული იყო პრაქტიკული მხარდაჭერითაც, რაც დღესაც გრძელდება. სახეზეა რუმინეთის ძალიან აქტიური ჩართულობა, მონდომება, ასევე, კოორდინაცია ევროკავშირის შიგნით, რათა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ხიდი, რომელსაც საქართველო და რუმინეთი ორმხრივი ურთიერთობით ვაგებთ დღევანდელი გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად. აქტიური თანამშრომლობა გვაქვს პარტნიორებთან რუმინეთში როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო დონეზე.

ივნისის მიწურულს ველოდებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს. ეს იქნება არაჩვეულებრივი საშუალება, კიდევ ერთხელ წარვმართოთ მაღალ დონეზე დიალოგი საქართველოსა და რუმინეთს შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის თაობაზე. ვისაუბროთ, როგორ უნდა გავააქტიუროთ ყველა ნაბიჯი, რაც დაკავშირებულია პრაქტიკულ ინტეგრაციასთან, როგორ გამოვიყენოთ უკეთესად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, რუმინეთის ახალი ინტეგრაციული გამოცდილება. დღეს ბუქარესტში ქართული დიპლომატიის ამოცანაა პოტენციალის გამოყენება საჭიროებების შესაბამისად“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.