თამარ ბარკალაიამ შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით ევროპის რეგიონულ სამიტში მიიღო მონაწილეობა
თამარ ბარკალაიამ შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით ევროპის რეგიონულ სამიტში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით ევროპის რეგიონულ სამიტზე მიიღო მონაწილეობა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, ინკლუზიური საზოგადოების განვითარების მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს, მათ შორის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მიმართულებით.

„თამარ ბარკალაიამ აღნიშნული მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც ადამიანის უფლებები სრულად იქნება დაცული და ყველა შეძლებს, ჩაერთოს განვითარების პროცესში“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამიტი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა და მასში გაერო-ს ორგანიზაციები, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი (WHO), გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და სხვადასხვა ქვეყნის სამინისტროების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.