თამარ ბარკალაია - ბავშვთა კეთილდღეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა
თამარ ბარკალაია - ბავშვთა კეთილდღეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა შეაფასა.

მისი განმარტებით, ბავშვთა კეთილდღეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ოჯახების გაძლიერებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა მიმართული.

თამარ ბარკალაიას განცხადებით, გამოწვევები რჩება, რომელთა დასაძლევად ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

„2022 წელს 50 ლარით გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება და 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას კი დაახლოებით 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს. გაიზარდა შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელიც. 2023 წლიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი გაიზარდა 65 ლარით და განისაზღვრა 340 ლარით. ბავშვთა კეთილდღეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მსგავსი ტიპის სოციალური გასაცემელი 2012 წლამდე არ არსებობდა, დღეს მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.