თამარ ბაგრატიონმა მეჰრიბან ალიევას სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აზერბაიჯანის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას სადილზე უმასპინძლა.
ამის შესახებ ინფორმაცია მეჰრიბან ალიევას სოციალური ქსელით გავრცელდა.
„6 აპრილს თბილისში სადილი გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას პატივსაცემად, საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის სახელით“, – წერია აზერბაიჯანის პირველი ლედის სოციალურ ქსელ „იქსზე.“
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დღეს ეწვია.
✔Aprelin 6-da Tbilisidə Azərbaycan Respublikasının birinci xanımı Mehriban Əliyevanın şərəfinə Gürcüstanın birinci xanımı Tamar Baqrationinin adından lanç verilib.
✔On April 6, a luncheon was hosted in Tbilisi in honor of First Lady of the Republic of Azerbaijan Mehriban… pic.twitter.com/o3noKBmtpR— Mehriban Aliyeva (@1VicePresident) April 6, 2026