თამარ ბაჩალიაშვილის მამა - ჩემი შვილი სამსახურიდან ბევრჯერ გაბრაზებული და აღელვებული მოდიოდა
თამარ ბაჩალიაშვილის მამა - ჩემი შვილი სამსახურიდან ბევრჯერ გაბრაზებული და აღელვებული მოდიოდა

პოლიციელმა მითხრა, კომპიუტერი გავხსენი და თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინ არისო, მიზეზი არ უთქვამს, – ამის შესახებ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა.

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, მისი შვილი სამსახურიდან ხშირად გაბრაზებული და აღელვებული ბრუნდებოდა.

„სამსახურიდან ბევრჯერ გაბრაზებული და აღელვებული მოდიოდა. მიზეზს არ მეუბნებოდა, ასჯერ ვუთხარი, დაანებე თავიმეთქი. ორჯერ მივედი კორპუსთან, სადაც მუშაობდა, მაგრამ არ შემიშვა. ერთხელ შევედი შენობაში, მაგრამ არც წარწერები, არც არაფერი, არავინ არ იყო“, – განაცხადა ბაჩალიაშვილის მამამ.

მისივე თქმით, გუშინ სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნეს და გოგონას დიდი პრობლემის წინაშეაო.

„პოლიციელმა მითხრა, კომპიუტერი გავხსენი და თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინ არისო, ეს მითხრა გუშინ, მიზეზი არ უთქვამს“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა