თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ ემიგრანტების დახმარებით, ოჯახი სოლიდურ თანხას სთავაზობს მათ, ვინც საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს
თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ ემიგრანტების დახმარებით, ოჯახი სოლიდურ თანხას სთავაზობს მათ, ვინც საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს.

ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან იმყოფება და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.

„ემიგრანტებმა მომწერეს, რომ ფულს აგროვებენ და სოლიდური გასამრჯელოს ფასად, ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ თუკი ვინმემ რამე იცის, ინფორმაცია მომაწოდონ. არ მჯერა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არიან მატყუარები. დარბიან და ალბათ ღამე არ სძინავთ იმაზე ფიქრით, სად რა გამოთხარონ, რათა თვითმკვლელობის ვერსია გაამყარონ. თვითონ არიან გარეულები და გასვრილო აქვთ ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში. აქ იმიტომ მოვედი, რომ განვაცხადო, მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და ვიწყებ შიმშილობას“, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.