თამარ ამზაშვილი - ოჯახი, სკოლა, საზოგადოება როგორ მომავალსაც ვაყალიბებთ, ზუსტად ისეთს ვიღებთ
თამარ ამზაშვილი - ოჯახი, სკოლა, საზოგადოება როგორ მომავალსაც ვაყალიბებთ, ზუსტად ისეთს ვიღებთ

ვფიქრობ, ჩვენ უფრო სიმპტომებს ვებრძვით, ცეცხლს ვაქრობთ და სიღრმეებში აღარ ჩავდივართ, – ამის შესახებ 21-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ ამზაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ოჯახი, სკოლა, საზოგადოება როგორ მომავალსაც ვაყალიბებთ, ზუსტად ისეთს ვიღებთ. სკოლაში ქვეყნის მომავალი იზრდება და მომავალი მოქალაქე ყალიბდება. ამ საკითხს როგორი პასუხისმგებლობითაც ვეკიდებით, ზუსტად ისეთ მომავალს ვიღებთ. თუ დღეს ახალგაზრდა თაობას რაღაც პრობლემა აქვს, რასაკვირველია, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რადგან ბავშვები თავისთავად, წვიმასავით არ მოსულან. სიტუაცია, რამაც ისინი ასე მოიყვანა, ჩვენ შევქმენით. ვფიქრობ, ჩვენ უფრო სიმპტომებს ვებრძვით, ცეცხლს ვაქრობთ და სიღრმეებში აღარ ჩავდივართ“, – განაცხადა თამარ ამზაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ბავშვთა შორის ძალადობას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს.

„როდესაც ბავშვს პრობლემა უჩნდება, ვიღაც არ ეთამაშება, ვიღაც არ უსმენს, ვიღაც მისი ცხოვრებით არ ცხოვრობს, ის ცდილობს, თავის პრობლემასთან ერთად იცხოვროს, ან ეს აგრესია მოიცილოს და სხვაზე გადაიტანოს. გარდა ამისა, კიდევ უამრავი მიზეზია, რაც ბულინგს იწვევს. ბავშვს მეტი ყურადღება სჭირდება და არსებულ სიტუაციას სწორად მართვა უნდა. ალბათ, ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომით უნდა ვიმოქმედოთ. საერთოდ, ბულინგი მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის და ქართული სკოლისთვის დამახასიათებელი პრობლემა არ არის. ეს პრობლემა მსოფლიო მასშტაბით დგას“, – განაცხადა თამარ ამზაშვილმა.

დატოვე კომენტარი