თამარ ალანია - პარლამენტისგან ობიექტური განსჯის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს
თამარ ალანია - პარლამენტისგან ობიექტური განსჯის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს

პარლამენტისგან ობიექტური განსჯის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ალანიამ განუცხადა კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მას პარლამენტი მხარს დაუჭერს.

მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი გასცა, რომლის დასმის სურვილიც კომიტეტის სხდომაზე ჰქონდათ.

„მუხროვანის ამბოხის საქმეზე ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვლილა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მართლმსაჯულებას სასამართლო ახორციელებს“, – განაცხადა თამარ ალანიამ.

კომიტეტის ფარგლებში თამარ ალანიას მოსმენა ათი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.