თამარ ალანია - სამართლებრივ საკითხებზე მქონდა განხილვა და დაპირისპირებაც ხელისუფლების წარმომადგენელთან, არასოდეს მომრიდებია ჩემი პოზიციის დაფიქსირება
თამარ ალანია - სამართლებრივ საკითხებზე მქონდა განხილვა და დაპირისპირებაც ხელისუფლების წარმომადგენელთან, არასოდეს მომრიდებია ჩემი პოზიციის დაფიქსირება

მქონია დაპირისპირებაც ხელისუფლების წარმომადგენელთან, ვგულისხმობ სამართლებრივ საკითხებს. მე არასოდეს მომრიდებია ჩემი პოზიციის დაფიქსირება, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა, როგორ მოიქცეოდა თამარ ალანია, თუ მასთან მიმართებაში იქნებოდა ზეგავლენის მცდელობას.

„როდესაც დავიწყე მუშაობა მოსამართლედ, შეიძლება ითქვას, რომ დავკარგე უამრავი ნათესავი, სწორედ იმიტომ, რომ ყველას რაღაცა ინტერესი გააჩნდა. მათთან კონტაქტი შეიძლება ითქვას შევწყვიტე. როდესაც მიხვდნენ, რომ გარდაუვალი და შეუძლებელი იყო ჩემთან ურთიერთობა სამსახურთან დაკავშირებით ეწარმოებინათ, ეს პრობლემაც მოიხსნა. ამიტომ დღეს ამ მიმართებით არანაირი პრობლემა არ გამაჩნია.

თუ მხდეველობაში გაქვთ ისეთი ადამიანებისაგან ზეგავლენა, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, მე მქონდა, როდესაც საბჭოს წევრი ვიყავი და მანამდეც, ვიდრე საბჭოს წევრი გავხდებოდი, არაერთი განხილვა და დაპირისპირებაც ხელისუფლების წარმომადგენელთან, ვგულისხმობ სამართლებრივ საკითხებს. მე არასოდეს მომრიდებია ჩემი პოზიციის დაფიქსირება. მიმიღია გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხებოდა მაღალი თანამდებობის პირის შვილის ბრალდების საკითხს. მე მიმაჩნია, რომ წარმატებით დავაყენე გამამტყუნებელი განაჩენი ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით. ასევე სახელმწიფისთვის დამიკისრებია საკმაოდ სოლიდური თანხები კონკრეტული პირის სასარგებლოდ“, – განაცხადა თამარ ალანიამ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს