თალიბების წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციური ჯგუფის წევრების ცნობით, შეტაკებების შედეგად პანჯშირის ხეობაში „თალიბანის“ 7 წევრი მოკლეს
თალიბების წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციური ჯგუფის წევრების ცნობით, შეტაკებების შედეგად პანჯშირის ხეობაში „თალიბანის“ 7 წევრი მოკლეს

ავღანეთში, პანჯშირის ხეობაში შეტაკებების შედეგად „თალიბანის“ 7 წევრი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თალიბების წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციური ჯგუფის წევრები იუწყებიან.

ავღანეთის ხელისუფლებაში „თალიბანის“ დაბრუნების შემდეგ პანჯშირი ქვეყნის ერთადერთი რაიონია, რომელსაც თალიბები არ აკონტროლებენ.

პანჯშირის ხეობა თალიბებთან მებრძოლ „ეროვნული წინააღმდეგობის ძალებს“ აქვთ დაკავებული. როგორც ცნობილია, თალიბებმა ხეობაში ასეულობით მებრძოლი გააგზავნეს. ადგილზე მოხდა რამდენიმე შეტაკება. როგორც თალიბების წინააღმდე მებრძოლი ძალების მეთაურები აცხადებენ, თალიბები 31 აგვიტოს ღამით შეეცადნენ პანჯშირის ხეობაში შესვლას და თავს დაესხნენ მათ პოზიციებს. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად მათი ორი მებრძოლი დაიჭრა.