თალიბები აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობებისაკენ მიისწრაფვიან
თალიბები აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობებისაკენ მიისწრაფვიან

თალიბები აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობებისაკენ მიისწრაფვიან. ამის შესახებ განცხადება მოძრაობის პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა გააკეთა.

„ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობები აშშ-თან და მთელ მსოფლიოსთან. ჩვენ მივესალმებით კარგ დიპლომატიურ ურთიერთობებს ყველასთან“, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა, რომელმაც ბრიფინგი ქაბული აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მას შემდეგ გამართა, რაც ავღანეთის ტერიტორია ამერიკელი სამხედროების ბოლო ქვედანაყოფებმა დატოვეს.

მუჯაჰიდმა მიულოცა ავღანელებს გამარჯვება და განაცხადა, რომ „ეს გამარჯვება ყველა ავღანელს ეკუთვნის“.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთი 31 აგვისტოს სრულად დატოვეს.