„თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანეთში 17-წლიანი ომის დასრულება დიალოგის საშუალებით სურს
„თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანეთში 17-წლიანი ომის დასრულება დიალოგის საშუალებით სურს

„თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანეთში 17-წლიანი ომის დასრულება დიალოგის საშუალებით სურს.

მიმართვაში, რადიკალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მშვიდობის მიმართულებით მათი მზაობა სისუსტედ აღქმული არ უნდა იყოს და აშშ-ის ძლიერი ოპოზიციის მიუხედავად ბრძოლა გაგრძელდება.

„თალიბანის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ წინააღმდეგობრივი მოძრაობა სხვა ქვეყნის დაზარალებას არ ისახავს მიზნად და დაჯგუფება არ დაუშვებს, რომ ავღანეთის ტერიტორია ვინმემ სხვა ელემენტების წინააღმდეგ გამოიყენოს.

„თალიბანს“ავღანეთის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ჯარების გასვლა და აშშ-ისგან მხარდაჭერილი მთავრობის შეცვლა სურს. „თალიბანის“ წევრები აშშ-ის მოუწოდებენ აღიაროს მათი უფლება მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ბრძოლის მიუხედავად, თალიბანი ავღანეთის პროვინციების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს.