„თალიბანმა“ ქაბულში მოქალაქეებისგან იარაღის ჩამორთმევა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა.
„რამდენადაც ჩვენ გვესმის, ადამიანებმა იარაღი თავდაცვისთვის შეინახეს. მათ უკვე შეუძლიათ, იგრძნონ თავი უსაფრთხოდ. არ ვაპირებთ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას“, – განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა.