„თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარი დაიკავა
„თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარი დაიკავა

„თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარი დაიკავა, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი და სავაჭრო ჰაბია.

გავრცელებული ინფორმაციით, „თალიბანი“ ჩრდილოეთ ავღანეთის და ქვეყნის რეგიონული დედაქალაქების თითქმის მესამედს აკონტროლებს.

არსებული მდგომარეობის ფონზე ავღანეთს ტოვებენ ამერიკის, ბრიტანეთისა და გერმანიის დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა ნაწილი. ავღანეთიდან მათი მშვიდობიანად გამოყვანის მიზნით, ამერიკა, ბრიტანეთი და გერმანია ავღანეთში დამატებით პერსონალს გაგზავნიან.

ასევე ცნობილი გახდა,რომ დღეს ავღანეთთან დაკავშირებით ნატოს საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.