„თალიბანის“ წევრებმა ავღანელი სამხედროები გაიტაცეს
„თალიბანის“ წევრებმა ავღანელი სამხედროები გაიტაცეს

რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმის შედეგად ავღანელი სამხედროები გაიტაცეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ფაიზაბადში გვიან ღამით მოხდა. გატაცებულია 10 ჯარისკაცი.