„თალიბანის“ წარმომადგენელი - „თალიბანმა“ პროვინცია პანჯშირზე სრული კონტროლი დაამყარა, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებმა ქვეყანა დატოვეს
„თალიბანის“ წარმომადგენელი - „თალიბანმა“ პროვინცია პანჯშირზე სრული კონტროლი დაამყარა, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებმა ქვეყანა დატოვეს

ქაბულში, მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰედმა პრესკონფერენცია გამართა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მისი განცხადებით, „თალიბანმა“ პროვინცია პანჯშირზე სრული კონტროლი დაამყარა, ხოლო წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებმა ქვეყანა დატოვეს.

„თალიბანის“ წარმომადგენელმა მთავრობის ჩამოყალიბების შესახებაც განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა იქნება ინკლუზიური, თუმცა სხვა დეტალები არ გაუსაჯაროვებია.

მისი თქმით, უახლოეს მომავლაში მოძრაობის უმაღლესი ლიდერის, ჰიბათულა ახუნძადას საზოგადოების წინაშე გამოსვლა იგეგმება.

ამასთან, „თალიბანის“ წარმომადგენელმა ქალთა უფლებების დაცვის შესახებ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ქალთა უფლებები შარიათის კანონის მიხედვით იქნება განსაზღვრული.

გარდა ამისა, ზაბიჰულა მუჯაჰედმა საერთაშორისო საზოგადოებას ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფისკენ და ავღანეთის ეკონომიკის აღდგენაში დახმარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქაბულის აეროპორტი შიდა რეისებთან ერთად, მალე საერთაშორისო ფრენებსაც განაახლებს.