„თალიბანის“ პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ინკლუზიური მთავრობის ფორმირების პროცესში არიან
„თალიბანის“ პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელის, მულა აბდულ ღანი ბარადარის განცხადებით, ისინი ინკლუზიური მთავრობის ფორმირების პროცესში არიან.
„ვარწმუნებ ხალხს, რომ ჩვენ ვცდილობთ მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და მთავრობა იქნება პასუხისმგებელი ყველას წინაშე. უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რადგან ეს აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ბარადარმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების უზრუნველყოფა აუცილებელია ქვეყანაში მსხვილი ეკონომიკური პროექტების დასაწყებად.
„თუ შევძლებთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჩვენ გადავლახავთ სხვა პრობლემებს და სწორედ აქედან დაიწყება პროგრესი და წინსვლა“, – განაცხადა ბარადარმა.