„თალიბანის“ პოლიციის ინფორმაციით, ყუნდუზის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა
„თალიბანის“ პოლიციის ინფორმაციით, ყუნდუზის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა

„თალიბანის“ პოლიციის განცხადებით, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა  ყუნდუზში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პოლიციაში აცხადებენ, რომ ქალაქ ყუნდუზში მდებარე შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა ან დაშავდა.

აფეთქება გოზარ-ე-სეიდ აბადის მეჩეთში მოხდა, ყოველკვირეული პარასკევის ლოცვის დროს. აფეთქებას გამოეხმაურა „თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენელი ზაბიჰულა მუჯაჰედი, რომლის განცხადებით, შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას მლოცველების დიდი რაოდენობა ემსხვერპლა.

აფეთქების მიზეზი ჯერ დაუდგენელია. ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარისთვის ტერორისტული აქტის სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქვეყანაში მოქმედ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია თავის თავზე.