„თალიბანის“ მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ, საერთაშორისო ავიაკომპანიები ავღანეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას თავს არიდებენ
„თალიბანის“ მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ, საერთაშორისო ავიაკომპანიები ავღანეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას თავს არიდებენ

„თალიბანის“ მიერ დედაქალაქ ქაბულის დაკავების შემდეგ, საერთაშორისო ავიაკომპანიები ავღანეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას თავს არიდებენ და ძირითადად პაკისტანისა და ირანის გავლით დაფრინავენ.

კონკრეტული ავიაკომპანიები და ხელისუფლებები უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ კონფლიქტის ზონების საჰაერო სივრცეში ფრენებთან დაკავშირებით, მას მერე, რაც ბოლო წლებში რამდენიმე ფატალური ინციდენტი დაფიქსირდა სამოქალაქო ავიაციასთან დაკავშირებით.

პირველი, ეს არის 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდება უკრაინის აღმოსავლეთში და მეორე უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდება ირანელი სამხედროების მიერ 2020 წელს.

აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ივლისში ახალი შეზღუდვები დააწესა ავღანეთის მიმართულებით ამერიკული ავიაკომპანიებისა და სხვა ტიპის ამერიკული ოპერატორებისთვის. კონკრეტული შეზღუდვები არ ვრცელდება აშშ-ის სამხედრო ოპერაციებზე.