„თალიბანის“ მებრძოლებმა პანჯშირის პროვინციაში ალყაში მოაქციეს წინააღმდეგობის ძალები და მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან
„თალიბანის“ მებრძოლებმა პანჯშირის პროვინციაში ალყაში მოაქციეს წინააღმდეგობის ძალები და მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან

„თალიბანის“ მებრძოლებმა პანჯშირის პროვინციაში ალყაში მოაქციეს წინააღმდეგობის ძალები და მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან. აღნიშნულის შესახებ „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა.

„თალიბანის“ ძალებმა ფანჯშირის სიახლოვეს პოზიციები დაიკავეს. მტერი ალყაშია. ჩვენ მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებებს ვუჭერთ მხარს“, – აღნიშნა მუჯაჰიდმა.

კვირას, 22 აგვისტოს, „თალიბანმა“ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერ აჰმად მასუდს დანებებისთვის ოთხი საათი მისცა, მაგრამ მან უპასუხა, რომ ისევე როგორც საბჭოთა ძალების ყოფნის პერიოდში, დღესაც არ დათმობენ ტერიტორიებს და ამავდროულად დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.