„თალიბანის“ მებრძოლებმა ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გასვლა იზეიმეს
„თალიბანის“ მებრძოლებმა ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გასვლა იზეიმეს

ქაბულში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა ამერიკელი სამხედროების გასვლა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით აღნიშნეს.

მოძრაობის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ შედიან თალიბი მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავმა ქაბული დატოვა, რითაც ქვეყანაში 20-წლიანი სამხედრო მისია დასრულდა.

„უკანასკნელმა ამერიკელმა სამხედრომ დატოვა ქაბულის აეროპორტი და ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა“, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა ქარი იუსუფმა, რომლის ციტატასაც „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

ამასთან, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომის შედეგად ავღანეთში გარდაიცვალა 2 500-მდე ამერიკელი სამხედრო და დაახლოებით 240 ათასი ავღანელი.

დატოვე კომენტარი