„თალიბანის“ ლიდერი აცხადებს, რომ ავღანეთის ახალი მთავრობის ფორმირება დასკვნით ეტაპზეა
„თალიბანის“ განცხადებით, ავღანეთის ახალი მთავრობის ფორმირება დასკვნით ეტაპზეა.
დაჯგუფების ლიდერის, ანას ჰაკანის განცხადებით, ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ ვინ იქნება ახალი კაბინეტის წევრი, თუმცა მთავრობის ფორმირების პროცესი 90 პროცენტით უკვე დასრულებულია და საბოლოო შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ავღანეთიდან აშშ-ის არმიის გასვლის შემდეგ, ანას ჰაკანიმ თქვა, რომ აშშ-ის და ნატო-ს მიერ ქვეყნის 20-წლიანი ოკუპაცია დასრულდა. ავღანური რადიკალური დაჯგუფება აცხადებს, რომ ინკლუზიური მთავრობის შექმნა სურს და მთავრობის ყოფილ წევრებთან კონსულტაციებს აწარმოებს.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ „თალიბანმა“ ყანდაარში ხელმძღვანელობის საბჭოს სამდღიანი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „თალიბანის“ უზენაესი ლიდერი ჰაიბატულა ახუნზადა ესწრებოდა.