„თალიბანის“ განცხადებით, ქაბულში აფეთქების შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალზე მიიტანეს იერიში
„თალიბანის“ განცხადებით, ქაბულში აფეთქების შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალზე მიიტანეს იერიში

„თალიბანის“ განცხადებით, ქაბულში აფეთქების შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

რადიკალური დაჯგუფების ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიულ მუჯაჰედის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალზე თავდასხმა ქაბულის ჩრდილოეთ ნაწილში კვირა დღეს განხორციელდა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფების ყველა წევრი ლიკვიდირებულია.

ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია, იყო თუ არა კავშირში „თალიბანის“ მიერ განხორციელებული ოპერაცია ქაბულში ერთ-ერთ მეჩეთთან მომხდარ აფეთქებასთან.

ქაბულში ერთ-ერთ მეჩეთთან აფეთქება გასულ დღეს მოხდა, რომელსაც სულ მცირე ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„თალიბანის“ ცნობით, აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით, სამი ადამიანია დაკავებული. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე.

დატოვე კომენტარი