„თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი - ავღანეთში დემოკრატია არ იქნება
„თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი - ავღანეთში დემოკრატია არ იქნება

ავღანეთში დემოკრატია არ იქნება, – ამის შესახებ„თალიბანის“ ერთ-ერთმა ლიდერ​მა, ვაჰიდულა ჰაშიმიმ სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„დემოკრატიული სისტემა ავღანეთში საერთოდ არ იქნება, რადგან ჩვენ ამის საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ არც კი განვიხილავთ, რა პოლიტიკური სისტემა იქნება ქვეყანაში, რადგან ეს ისედაც ნათელია. ეს არის შარიათის წესი“, – განაცხადა ჰაშიმიმ

მისივე თქმით, ავღანეთის მმართველი „თალიბანის“ უზენაესი ლიდერი ჰაიბათულაჰ ახუნდზადა იქნება.

„თალიბანის“ ლიდერმა ასევე მიმართა ავღანელ პილოტებსა და სამხედროებს, რომ მათ რიგებს შეუერთდნენ.