„თალიბანი“ ყველა ავღანელის და უცხოელის ქვეყნიდან გასვლას დათანხმდა
„თალიბანი“ ყველა ავღანელის და უცხოელის ქვეყნიდან გასვლას დათანხმდა

ავღანური რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ყველა ავღანელის და უცხოელის ქვეყნიდან გასვლას დათანხმდა.

მოკავშირეების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავღანეთში დარჩენილ ყველა ადამიანს, ვისაც მოგზაურობის ნებართვა ექნება, თალიბები დაუბრკოლებლად გაუშვებენ. ავღანეთის მოქალაქეებს და უცხოელებს გამგზავრება აშშ-ის გარდა შეეძლებათ ავსტრალიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში.

მოკავშირეების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თალიბანმა“ გამგზავრების პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობა დადო. აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ ავღანეთში აშშ-ის 300-მდე მოქალაქეა დარჩენილი, რომელსაც ქვეყნიდან გამგზავრება სურთ.

ავღანეთის საკითხის განსახილველად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ავღანეთის მეზობელ სახელმწიფოებში ვიზიტი დაიწყო.

დატოვე კომენტარი