„თალიბანი“ ახალ მთავრობას მომდევნო კვირას გამოაცხადებს
„თალიბანი“ ახალ მთავრობას მომდევნო კვირას გამოაცხადებს

„თალიბანი“ ახალ მთავრობას მომდევნო კვირას გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახებ, „თალიბანის“ წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ეკონომიკური კრიზისის დაძლევას და ვალუტის კურსის ვარდნის შეჩერებას.

ზაბიულა მუჯაჰიდმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სტრუქტურების სამართავად ოფიციალური პირები უკვე დანიშნული არიან, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და საბანკო სექტორში.

გარდა ამისა, მუჯაჰიდმა, აშშ-ის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა ავღანეთის ტერიტორიაზე თავდასხმად შერაცხა. მიუხედავად ამისა, „თალიბანის“ წარმომადგენელმა დასავლეთის ქვეყნებს დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.