„თალიბანი“ აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ავღანეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფო დაამარცხა
„თალიბანი“ აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ავღანეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფო დაამარცხა

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ჩრდილოეთ ავღანეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შესახებ განაცხადა. ავღანეთის მთავრობის ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ჯავზჯანში გამართული ბრძოლის შემდეგ, დაეშის 150 წევრი უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა.

„თალიბანმა“ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. დაეშის წევრები ავღანეთის ჩრდილოეთში ოთხი წლის წინ გამოჩნდნენ. „თალიბანის“ წევრები ამბობენ, რომ ბრძოლების შემდეგ დაეშის 150-მდე წევრი მოკლეს.