თაკო ჩარკვიანი - ვაკის პარკში მომხდარზე გიორგი ამილახვარის განცხადება მივხვდი, რომ დროში იყო აცდენილი, მას ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა მიღებული, ადამიანები ვართ და ასეთი რამ ხდება
თაკო ჩარკვიანი - ვაკის პარკში მომხდარზე გიორგი ამილახვარის განცხადება მივხვდი, რომ დროში იყო აცდენილი, მას ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა მიღებული, ადამიანები ვართ და ასეთი რამ ხდება

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ამილახვარის განცხადება ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით, მიუთითებდა, რომ რესპონდენტს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გიორგი ამილახვარმა ისიც კი არ იცოდა, რომ ბავშვი იყო გარდაცვლილი.

„ამ ტრაგედიის დროს მოვისმინე ბატონი ამილახვარის განცხადება და ობიექტურობა მოითხოვს ვთქვა. უცებ რომ მოვისმინე, ძალიან ცუდად გავხდი, არ მომეწონა და მერე დავიწყე გადახვევა და ვერ გავივლი ისე, რომ არ ვთქვა. აშკარად მივხვდი, რომ რესპონდენტს, დროში იყო ცდომილება და მას არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია მიღებული. ადამიანები ვართ, ასეთი რაღაც ხდება, მე არავის „გაპრავებით“ რომ არ ვარ დაკავებული და მით უმეტეს „ოცნების“ რომელიმე წარმომადგენლის, ეს ალბათ ძალიან კარგად იცით, მაგრამ ადამიანურად ის რისხვა, რომელიც დაატყდა თავს, გადავახვიე რამდენჯერმე ვნახე, რომ რესპონდენტმა, ამ შემთხვევაში ამილახვარმა, არ იცის ზუსტად ინფორმაცია და თვლის, რომ ბავშვები სადღაც შეიპარნენ და ვფიქრობ, ისიც კი არ იცის, რომ ბავშვი არის გარდაცვლილი, მე რამდენადაც გავარჩიე ასე იყო. ამას ნუ ჩამითვლით „გაპრავებაში“, მინდა, რომ ერთი ქართველი გადავარჩინო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.