თაკო ჩარკვიანი - მე შოკში ვარ 
თაკო ჩარკვიანი - მე შოკში ვარ 

ქართული სახელმწიფო ჩამოიშალა, გუშინ რაც ჩვენ ეკრანზე ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაა დაწყებული, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ზაზა ოქუაშვილის განცხადებები არის სახელმწიფო ბრალდება და ამისთვის არსებობს პროკურატურა.

„ახლა „ტენისის თამაშის“ დრო არ არის. ეს არის სახელმწიფო ბრალდება, რას ნიშნავს ეს, ამისთვის ნორმალურ ქვეყანაში არსებობს პროკურატურა, უბრალოდ პროკურატურა არ არის. პროკურატურაც ჯიბის არის, ყველაფერი ჯიბის არის დღეს. არ არსებობს არაფერი, ჩამოიშალა ქართული სახელმწიფო. გუშინ ჩვენ რაც ეკრანზე ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაა დაწყებული. ვფქრობ, ახლა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი და ეს კორუფცია სასწრაფოდ უნდა აღიგავოს მიწისაგან პირისა. რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ მე შოკში ვარ, მთელი ჩემ სამეგობრო შოკშია, გვიანობამდე არავის ეძინა, წარმოუდგენელი რაღაც მოვისმინეთ, ეს არის სახელმწიფო ბრალდება”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, არაფერ შუაშია ეკა ბესელიას და კახი კალაძის პასუხები, ისინი არიან რიგითნი ​, ისინი ქართველმა ხალხმა აირჩია 2012 წელს იმისთვის, რომ უკეთესი გამხდარიყო რაღაც.

„სახელმწიფო ინსტიტუციების შენება იყო ყოფილი ხელისუფლების დროს, მაგრამ ჩვენ პრეტენზია გვქონდა, რომ ისინი იყვენ უფლების დარღვევით სასტიკები. ახლა ჩვენ გვინდა, მივიღოთ ასეთი რამ, დავტოვოთ სახელმწიფო ინსტიტუციების შენება და შევთავაზოთ საზოგადოებას უფრო რბილი, ლმობიერი მართვა ქვეყნისა, მაგრამ კანონიკური სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემით და არა კორუფციით. აი, ეს არის ახალი საქართველოს შენების საწყისი. როგორც ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, კიდევ არსებობს ჩანაწერები და კიდევ თუ ეს ჩანაწერები დასტურად გამოჩნდა, საქართველოს ხელისუფლება უნდა გამოიცვალოს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.