თაკო ჩარკვიანი - შემიძლია ვიყო წესიერი, ნამუსიანი მოსამსახურე საკანონმდებლო ორგანოში
თაკო ჩარკვიანი - შემიძლია ვიყო წესიერი, ნამუსიანი მოსამსახურე საკანონმდებლო ორგანოში

მეგობრები მეხუმრებიან ხოლმე, მთელი ცხოვრება მაჟორიტარი არ ხარო? ვცდილობ, ვიცხოვრო ისე, როგორც ბავშვობაში გვასწავლეს, ჯანსუღმა გვასწავლა, მწყურვალისთვის მიმატანინე წყალი, მევალისთვის ვალიო. გამორიცხულია, რომ ეს მხოლოდ კი არ დაგამახსოვრდეს, არ გაგიჯდეს და შენთვის არ იყოს ორგანული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა წარდგენაზე განაცხადა, ის წესიერი, ნამუსიანი მოსამსახურე იქნება საკანონმდებლო ორგანოში.

„როდესაც მითხრეს, ვინ შეიძლება წარგადგინოსო, ვთქვი, მე ვიცნობ ერთ სუფთა, წესიერ, ღირსეულ, პატიოსან კაცს და ეს გახლავთ ჩემი ძმა, მინდა მასთან ერთად გავაზაფხულოთ. მეგობრები მეხუმრებიან ხოლმე, მთელი ცხოვრება მაჟორიტარი არ ხარო? ვცდილობ, ვიცხოვრო ისე, როგორც ბავშვობაში გვასწავლეს, ჯანსუღმა გვასწავლა, მწყურვალისთვის მიმატანინე წყალი, მევალისთის ვალი. გამორიცხულია, რომ ეს მხოლოდ კი არ დაგამახსოვრდეს, არ გაგიჯდეს და შენთვის არ იყოს ორგანული. ნამდვილად მქონდა მცდელობა მთელი ცხოვრების მანძილზე რომ მწყურვალისთვის წყალი მიმეტანა, მაგრამ საკმარისი ამ უკანონო და უსამართლო ქვეყანაში არ აღმოჩნდა მხოლოდ ეს პოსტულატი. თურმე ამ აბსოლუტურად უსამართლო ქვეყანაში, საჭიროა, რომ სახელმწიფო ბერკეტი ხელთ ეპყრას წესიერ გუნდს სერიოზული ლიდერით, რომელიც რეფორმებს გაატარებს, რომ დახმარება გასწიოს საბურთალოელების, სოლოლაკელების, ორთაჭალელების, მთელი საქართველოსი. არც ერთმა პარტიამ არ მოგატყუოთ ოდესმე, რომელიც გეტყვით, მე გავაკეთებ ამას. ვერავინ ვერაფერს გააკეთებს თუ სამართლებრივი სისტემა არ შეიცვლება და ამას არ გააკეთებს პირველივე კვირას. მე შემიძლია ვიყო წესიერი, ნამუსიანი მოსამსახურე საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც განახორციელებს იმ რეფორმებს, რომ შვება მიეცეს ჩემს ძალიან შეწუხებულ და შეჭირვებულ ხალხს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

დატოვე კომენტარი