თაკო ჩარკვიანი - საკიდზე გამოაჩინონ სავარაუდო თარიღი ახალი არჩევნებისა, იმ თარიღზე უკვე დავილაპარაკოთ, თვეზეა თუ რაზეა საერთოდ საუბარი
თაკო ჩარკვიანი - საკიდზე გამოაჩინონ სავარაუდო თარიღი ახალი არჩევნებისა, იმ თარიღზე უკვე დავილაპარაკოთ, თვეზეა თუ რაზეა საერთოდ საუბარი

არჩევნების გაყალბება არის დანაშაული, ხომ არ გახდები დანაშაულის თანამონაწილე და ხომ ვერ შეხვალ გაყალბებულ არჩევნებში, ანუ გზა უკვე მოჭრილია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„პირადად მე უალტერნატივოდ მიმაჩნია დიალოგი. ყოველთვის ვთვლი, რომ დიალოგს აქვს აზრი, მაგრამ სიტყვა შეთანხმება მესმის ხოლმე. აი, ელისაშვილი საუბრობს ხოლმე სულ ამ შეთანხმებაზე. შეთანხმებაში რას ვგულისხმობთ. ჩვენ ქუჩაში გამოვედით გაყალბებული არჩევნების გამო. დანარჩენი მოთხოვნები, რაც იყო იქ, ის სამი მოთხოვნა იყო იმ ქოლგის ქვეშ, უმთავრესი მოთხოვნა რაც არის. ხო არ შეიძლება, რომ მიაკითხო პროკურატურას, ვთქვათ, რომ ეს გაყალბდა, ყველა შევთანხმდით ამაზე და შემდეგ შენ გახდე თანამონაწილე დანაშაულისა. ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ გაყალბება არჩევნებისა არის დანაშაული. ხომ არ გახდები დანაშაულის თანამონაწილე და ხომ ვერ შეხვალ გაყალბებულ არჩევნებში. ანუ გზა უკვე მოჭრილია. ეს არ არის სახუმარო საქმე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ და სასამართლომ ოპოზიციის სარჩელები არ მიიღო. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა დაასახელოს ახალი არჩევნების სავარაუდო თარიღი და ამაზე უკვე შესაძლებელი იქნება დალაპარაკება.

„პროკურატურაში გვაქვს შეტანილი ოქმები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. არაფერი არ მიიღო არც სასამართლომ, არც პროკურატურიდან ისმის არაფერი – რატომ, იმიტომ, რომ აღარ არსებობს სასამართლო სისტემა, ყველაფერი ერთ ადამიანს აქვს მითვისებული, ივანიშვილს. შესაბამისად, მაინც მივდივართ. გვეუბნებიან – რატომ მიდიხართ მაინც. იმიტომ, რომ ვეპოტინებით, იქნებ როგორმე გამოვაფხიზლოთ, თუნდაც ამ სამარცხვინო ერთპარტიულობით, რაც მათ ახლა დაემართათ. ამითი მაინც გამოფხიზლდნენ და გამოიყვანოს ქვეყანა, როგორ გამოიყვანოს – ისმის კითხვა. როგორ და საკიდზე გამოაჩინონ სავარაუდო თარიღი ახალი არჩევნებისა, ეს უკვე იქნება კრიზისიდან გამოსვლის, აი, იმ თარიღზე უკვე დავილაპარაკოთ, თვეზეა ლაპარაკი თუ რაზეა საერთოდ საუბარი. ეს ამბობს, რომ არა, არ დამელაპარაკოთ გაყალბებულ არჩევნებზე და მე გაგესაუბრებით პოლიტპატიმრებზე, ისიც დოკუმენტში არ ჩავწეროთ. ეს ზეპირსიტყვიერება და რაღაც ქურდული მენტალიტეტი კიდე მე არ მესმის. დოკუმენტი, რომელშიც არ წერია შეთანხმება, ესეც რაღაც ახალია, მგონი. ხო, ნუ ეს რუსული მართვის სტილია, ჯიგრულში რომ ურიგდებიან ერთმანეთს. ეს არ გვესმის ჩვენ და ამიტომ ვამბობთ, ჩვენ გვინდა ჯანმრთელ, ნორმალურ არაგაყალბებულ, ცივილიზებულ პარლამენტში შესვლა. გაყალბებულ პარლამენტში ოპოზიცია არ შევა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.