თაკო ჩარკვიანი - სააკაშვილის დაბრუნებისთვის მოძრაობაში უკვე 41 000 ადამიანია დარეგისტრირებული, ამ მასშტაბის პოლიტიკოსის დევნა, უკრაინის ტერიტორიაზე ჩატოვება არასწორია
თაკო ჩარკვიანი - სააკაშვილის დაბრუნებისთვის მოძრაობაში უკვე 41 000 ადამიანია დარეგისტრირებული, ამ მასშტაბის პოლიტიკოსის დევნა, უკრაინის ტერიტორიაზე ჩატოვება არასწორია

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად შექმნილ ორგანიზაციაში უკვე 41 000 ადამიანია დარეგისტრირებული.

„წარმოუდგენელი რეგისტრაცია მიმდინარეობს. ძალიან მალე მოხდა ეს ყველაფერი. ახლა დაიწყო მოძრაობამ მუშაობა სააკაშვილის მშვიდობიანი დაბრუნებისთვის. საინტერესო რამ ხდება. აქ ყველას აქვს რეგისტრაციის უფლება. ამ ამბის მთელი ხიბლი ის არის, რომ მე თავად ვიყავი ოპოზიციაში ყოფილი ხელისუფლების დროს, ოპოზიციაში ვიყავი სამართლებრივი სისტემის გამო. აბა, სააკაშვილი ბრწყინვალედ აშენებდა ინსტიტუციებს. ვერ მოხდა რეფორმები. რუსეთის უშიშროება დიდი ინსტიტუციებით შემოსული არის ქვეყანაში, მითუმეტეს მაშინ ვერც მან მოასწრო და მე ვიყავი ოპოზიციაში, მაგრამ ახლა, ამ გადასახედიდან სახელმწიფო მქონდა და მქონდა ძალიან მახინჯი სამართლებრივი სისტემა. დღეს სახელწმიფო აღარ გვაქვს. მიწაზეა გართხმული და გვაქვს მახინჯი სამართლებრივი სისტემა. აშშ-ში აღნიშნეს რომ კლანია, შარლ მიშელი მოითხოვს სამართლებრივი სისტემის რეფორმირებას, რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი გავასამართლებინოთ ამ არარეფორმირებულ მურუსიძის სასამართლოს?“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვანის თქმით, „ამ მასშტაბის პოლიტიკოსის დევნა და უკრაინის ტერიტორიაზე ჩატოვება არასწორად მიაჩნია“.

„უნდა გავაკეთოთ რეფორმირება სამართლებრივი სისტემისა, მართლმსაჯულებისა, ყველა ქეისი უკლებლივ ამოვიღოთ და განსაჯოს რეფორმირებულმა, დასავლური ტიპის სამართლებრივმა სისტემამ. ამ მასშტაბის პოლიტიკოსის დევნა და უკრაინის ტერიტორიაზე ჩატოვება არასწორად მიმაჩნია. 18 მილიარდი შეუტანა უკრაინას ინვესტიცია, ჩვენ სულს ვღაფავთ“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა, რომლის განმარტებითაც, ლიდერისთვის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველაზე დიდი დაცვაა ხალხი.

„ამაზე დიდი იარაღი არ არსებობს. დავხვდებით, მაგრამ მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ამ მოძრაობის სახელით. ვებერთელა წერილი სამართლებრივად მუშავდება, რომ გამოყენებულ იქნას ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, ეს გახლავთ სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება. თუკი სასამართლოში კლანია, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო საამართლიანი ვერ არის. ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც შეიძლება, სამართლებრივი რეფორმები ვერ გააკეთა, მაგრამ სახელმწიფო ააშენა, მივცეთ სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება. წერილი, რომელიც გამზადდება, მიეწოდება დასავლურ ინსტიტუციებს, დიპლომატთა კორპუსს, საელჩოებს, რათა მათ ნახონ, რომ შეიქმნა მოძრაობა, რომელშიც ამდენი ადამიანი გაწევრიანდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ორგანიზაციის შექმნის დროს მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი არ ჰქონია.

„ეს ორგანიზაცია როდესაც შეიქმნა, მაშინ არ მქონია. ახლა უკვე ყველაფერი იცის და ყველა მიესალმება, მთელი ემიგრაცია ჩართულია. ამხელა გაწევრიანება რომ აქვს ორგანიზაციას, იმის მუშაობა უსერიოზულესად შეგვიძლია შევაფასოთ. თავიდან წარმოდგენა არ ჰქონდა, ახლა ბუნებრივია გაიგო. მე ვნახე ლაივი, როგორ გააზიარა და ხალხის ასეთ მოთხოვნას მიესალმება. მე რა განცხადებაც მოვისმინე, ვიცი, რომ სერიოზულად ეკიდება აქ დაბრუნებას და ჩამოსვლას.  უნდა, წესით და რიგით, აურზაურის გარეშე, სამართლებრივად გამაგრებული იყოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა თაკო ჩარკციანმა.

მან ჯარისადმი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მიმართვაც შეაფასა.

„უკრაინის მოქალაქე იმიტომ არის, რომ დევნილია ამ ხელისუფლებისგან. მისი დღევანდელი მიმართვა იყო მხოლოდ ის, რომ თვალები რომ დაგვთხარე 20 ივნისს, ეს არ გააკეთოთო რა. ამით უთხრა, რომ თქვენს მოქალაქეებს თვალები არ დათხაროთო. 5 ივლისს ჟურნალისტები რომ ცემით მოკალით, არ მოკლათო და კოლიდორი არ გაუკეთოთ მკვლელებსო. ის არის ყოფილი პრეზიდენტი, ის ხომ შემქმნელია ქართული ჯარის და მან იმ ჯარს მოუწოდა, უთხრა, მოქალაქეებს არ დაუპირისპირდეო, ეს არ იყო წაქეზება. სამოქალაქო ვალის მოხდაა, როდესაც ხედავ ჯარისკაცი, რომ შენ ხელისუფლებას აბარებს რუსეთს, და გადაბარებააა როდესაც ბელარუსიის უშიშროებასთან ხელს აწერს შენი უშიშროება, ეს ნიშნავს, რომ მათ წვდომა ჰქონდეთ. ამას რომ ჯარისკაცი დაინახავს, ის ჯარისკაცი რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებას არ უნდა დაემორჩილოს. ის მოუწოდებს ჯარს, რომ არ დაუპირისპირდეს თავის მოქალაქეებს. რუსეთის ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებას ითხოვს ყოველთვის, მაშ თავად არ მოახდინეს დაპირისპირება, გავინძერით ვინმე? ისე მოგვიკლეს ლაშქარავა, არ გავნძრეულვართ. სამოქალაქო დაპირისპირება არ იყო, როდესაც მორგოშია მიუთითებდა და პოლიცია იქ იდგა, კოლიდორს უკეთებდა მორგოშიას? სააკაშვილი უნდა შემოვიდეს იმ სამართლებრივი დაცულობით გამაგრებული, რასაც ჰქვია ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება. ეს უნდა გააკეთოს დასავლურმა ინსტიტუციებმა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის სამარცხვინიდ პუტინის ხელისუფლებას საჯიჯგნად არ მივცეთ“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს. ჩარკვიანის თქმით, ორგანიზაციის სახელწოდებაა „საერთო სახალხო მოძრაობა“.