თაკო ჩარკვიანი - სააკაშვილის 400 ათასი ლეგიტიმური ამომრჩეველი, მიშას ფანი არსებობს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მივამატეთ და გახდა 900 ათასი
თაკო ჩარკვიანი - სააკაშვილის 400 ათასი ლეგიტიმური ამომრჩეველი, მიშას ფანი არსებობს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მივამატეთ და გახდა 900 ათასი

12-მა პარტიამ ბევრი ვიმუშავეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე შეცვლილიყო და გამხდარიყო გრიგოლ ვაშაძე, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.

„ეს იყო მუშაობის შედეგი. ციდან ხომ არ მოსულა, ვაშაძე რომ მოსულიყო პარტიის სათავეში. შენ როცა ეუბნები მიხეილ სააკაშვილს, გაქრიო, არ გაქრება, რადგან მისი 400 ათასი ლეგიტიმური ამომრჩეველი, კონკრეტულად მიშას ფანი არსებობს ამ ქვეყანაში. მისი, „ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებულ ოპოზიციაზე არ ვსაუბრობ. „გაერთიანებულმა“ მივამატეთ, გავზარდეთ და გახდა 900 ათასი“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.