თაკო ჩარკვიანი - „რუსთავი 2“ არ ერქმევა, ერქმევა „რუსთავი 3“, დღეს მხოლოდ ერთობა გადაგვარჩენს
თაკო ჩარკვიანი - „რუსთავი 2“ არ ერქმევა, ერქმევა „რუსთავი 3“, დღეს მხოლოდ ერთობა გადაგვარჩენს

მივხვდით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება და მხოლოდ ერთობა გადაარჩენს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ხელმძღვანელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი იყო.

„არ შეგვაქვს ჩვენ ეჭვი სტრასბურგის სასამართლოში. ძალიან რთულად დასაჯერებელია დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომ ჩვენთან ქვის ხანაა სასამართლოს თვალსაზრისით და ამიტომ არ მიკვირს მათი გადაწყვეტილება. რთულია, გააცნობიერონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ ჩვენთან სასამართლო საერთოდ აღარ არსებობს, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ივანიშვილმა თქვა, ეს იყო მესიჯი გამორთეთ, „რუსთავი 2“ და ყველაფერი კარგად იქნებაო. ამითი თქვა, გამორთეთ „რუსთავი 2“ და თქვენ მაცივრებში გაჩნდება საკვებიო. გამორთეთ „რუსთავი 2“ და თქვენ აღარ გექნებათ ინფორმაცია, თქვენ ისე გახდებით რუსეთის გუბერნიად, რომ ვერც გაიგებთო, აი ეს იყო მისი მესიჯი. მან ეს განახორციელა, მაგრამ დაავიწყდა, ვინაიდან, არც გამოუვლია არასოდეს, რომ ჩვენ პირადად და მე იმ პერიოდის ადამიანი ვარ, რომელიც მოესწრო გარკვეულწილად ეროვნულ მოძრაობას და მახსოვს, რომ საერთოდ არ იყო „რუსთავი 2“. იყო ერთადერთი ტელევიზია, რომელიც ნუგზარ ფოფხაძის და მისნაირი ტროლების ინფორმაციას აღვივებდა, ავრცელებდა, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააღვიძა. სწორედ იმ ერთი ტელევიზიის პირობებში და იატაკქვეშა ჟურნალების პერიოდში გრგვინავდა ეროვნული მოძრაობა. საქართველომ მონსტრის წინააღმდეგ გაილაშქრა და მოიპოვა დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას შეექმნა საფრთხე, რადგან „რუსთავი 2“ ფლაგმანი იყო სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ მიიღო მან ასეთი დარტყმა.

„რუსთავი 2“ არ ერქმევა, ერქმევა „რუსთავი 3“, სულ რაღაცა თვე დასჭირდება იმ პერიოდს რასაც ჰქვია საველე პირობები და ერთ თვეში აღდგება ეს ყველაფერი. ადამიანები გვიკავშირდებიან და ანგარიშს გვთხოვენ და ამბობენ, სად ჩავრიცხოთ თანხა. გამოჩდნენ ბიზნესით დაკავებული ადამიანები, რომლებიც ინკოგნიტოდ კი არა, თამამად აპირებენ თანხის დარიცხვას და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. ბრძოლა ახლა იწყება, რომ ეს ოლიგარქი როგორმე სასწრაფოდ მოვაცილოთ საქართველოს. მესიჯმა უკვე რუსთაველზე უნდა გადმოინაცვლოს. დღეს ეროვნული გაერთიანებისა და კონსოლიდაციის დღეა. დღეს მივხვდით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება და მხოლოდ ერთობა გადაარჩენს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.