თაკო ჩარკვიანი - პლებისციტი ოპოზიციას არავითარ შემთხვევაში არ განუხილავს, როგორც ცალკე პუნქტი
თაკო ჩარკვიანი - პლებისციტი ოპოზიციას არავითარ შემთხვევაში არ განუხილავს, როგორც ცალკე პუნქტი

ოპოზიციის პოზიცია აბსოლუტურად უცვლელია, ამას მარტივი პასუხი აქვს, ოპოზიცია არის სამართლებრივ ჭრილში, ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც ხალხისთვის იქნება მისაღები.

„ოპოზიციის პოზიცია აბსოლუტურად უცვლელია. ამას მარტივი პასუხი აქვს, ოპოზიცია არის სამართლებრივ ჭრილში. ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდა. ის, ვინც სამართლებრივი ჭრილიდან გავიდა, შეუძლებელია, პირობებს გთავაზობდეს. ამაზე გვინდა ვისაუბროთ. ჩვენ დღეს განვიხილავთ რა არის ის, რასაც „ოცნება“ გვთავაზობს. მაინც მგონია, რომ ზოგიერთი შორს გაიხედავს და ხელისუფლება იმ ადამიანებზე არ იქნება დამოკიდებული, ვინც ახლა ძალიან კარგად გრძნობს თავს. უფრო შორს გაიხედავენ და არ გააღიზიანებენ ხალხს, რადგან ბევრად უფრო დიდი რისხვაა ხალხის რისხვა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, პლებისციტი ოპოზიციას არავითარ შემთხვევაში არ განუხილავს, როგორც ცალკე პუნქტი.

„ჩემი აზრით, პლებისციტის განხილვა მხოლოდ და მხოლოდ მიბმული უნდა იყოს ახალ არჩევნებთან, თორემ ცალკე რომ განიხილო, პლებისციტის ჩატარების აზრი არ მესმის, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.