თაკო ჩარკვიანი - ორ დღეში ხალხი იტყვის თავის სიტყვას, ამ მართლმსაჯულებას არ გავასამართლებინებთ ყოფილ პრეზიდენტს
თაკო ჩარკვიანი - ორ დღეში ხალხი იტყვის თავის სიტყვას, ამ მართლმსაჯულებას არ გავასამართლებინებთ ყოფილ პრეზიდენტს

ჩვენ არ უნდა ვთქვათ, ვინ რა დაკარგა და ვინ არა, ამას სახელმწიფო ანუ ხალხი იტყვის და მე გეუბნებით, რომ ამ ორ დღეში ხალხი იტყვის თავის სიტყვას, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი დღევანდელ მართლმსაჯულებს არ გაასამართლებინებს ყოფილ პრეზიდენტს.

„ამ მართლმსაჯულებას არ გავასამართლებინებთ ყოფილ პრეზიდენტს. ხალხი გამოვა უპირველესად მიტაცებული ხმების, სახელმწიფოს დასაცავად. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ადამიანი, რომელმაც ამ სახელმწიფოს შენებაში წვლილი შეიტანა. მღვდელს ჭილოფში იცნობენ და ერთიან საქართველოს გაუმარჯოს სახელმწიფოს დასაბრუნებლად“, – განაცხადა ჩარკვიანმა.