თაკო ჩარკვიანი - ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ
თაკო ჩარკვიანი - ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ

ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია, ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად, ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„მივმართავ ყველას, ქართველებს, არაქართველებს ყველა მოქალაქეს! ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ, რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ. ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია, ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად, ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა! მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება!

პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ მას! კიევი-თბილისი ისტორიული რეისია! ბევრჯერ შეგვეშალა და ამ ერთხელ აღარ შეგვეშალოს, ძვირფასებო საქართველოს სჭირდება მასშტაბური ფიგურა ამ გაჭირვების ჟამს, სახელმწიფოს ვკარგავთ!“, – წერს თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქზე“.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.